LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქართული სტუმართმოყვარეობისა და ევროპული დახვეწილობის შერწყმა – გიორგი მიქაძისა და ელენე საბაშვილის ულამაზესი ქორწილის კადრები

795
გიორგი მიქაძე ელენე საბაშვილი

გასულ კვირას საერთაშორისოდ აღიარებულმა ქართველმა მუსიკოსმა, Berklee College of Music-ის სრულმა პროფესორმა გიორგი მიქაძემ იქორწინა.

მისი რჩეული ევროპაში მოღვაწე წარმატებული ქართველი საოპერო მომღერალი ელენე საბაშვილია.

წყვილმა ჯვარი მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერა. ფიცის დადების ცერემონია და საქორწილო საზეიმო ვახშამი „შატო მუხრანის“ ისტორიულ მამულში გაიმართა, სადაც ყოველი დეტალი განსაკუთრებული გემოვნებით, ელეგანტურობითა და სიზუსტით იყო დაგეგმილი.

ღონისძიება ქართული ტრადიციებისა და ევროპული დახვეწილობის ჰარმონიულ სინთეზად იქცა.

ქორწილს გიორგი მიქაძისა და ელენე საბაშვილის ამერიკელი და ევროპელი მეგობრები, ასევე კულტურისა და ხელოვნების სფეროს არაერთი ცნობილი წარმომადგენელი ესწრებოდნენ. სტუმრების განსაკუთრებული აღფრთოვანება იმან გამოიწვია, რომ წყვილმა ეს გამორჩეული დღე თავად დაგეგმა და მოაწყო, რითაც შთამბეჭდავად გააერთიანა ქართული სტუმართმოყვარეობა, ეროვნული ტრადიციები და თანამედროვე ევროპული ესთეტიკა.

წყვილის თქმით, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ჯვრისწერა და ქორწილი საქართველოში გამართულიყო. სწორედ ამ გზით სურდათ უცხოელი მეგობრებისა და კოლეგებისთვის გაეზიარებინათ საქართველოს მრავალფეროვანი კულტურა, უნიკალური ბუნება, კულინარიული ტრადიციები და სტუმარმასპინძლობის გამორჩეული კულტურა.

გთავაზობთ ექსკლუზიურ კადრებს გიორგი მიქაძისა და ელენე საბაშვილის ქორწილიდან – დღესასწაულიდან, რომელმაც ქართული ტრადიციის სიღრმე და ევროპული ელეგანტურობა ერთ დაუვიწყარ ისტორიად აქცია.

ფოტოები: ირაკლი ლაფაჩი და Alison Bloom.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები