LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მუმლაძე: „გადაწყვეტილება მიღებულია! ვაპირებ მონაწილეობას არჩევნებში! უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია უნდა ჩამოსცილდეს პარტიის მართვას”

149
BeFunky-collage

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

ამის შესახებ მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი მუმლაძე მელიას “უუნარო თავმჯდომარეს” უწოდებს და მას დებატებში იწვევს.

„გადაწყვეტილება მიღებულია!

ვაპირებ მონაწილეობის მიღებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში!

ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი სრულად ჩამოსცილდნენ პარტიის მართვას!

ცვლილებების შემდეგ, პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი, უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის „იძულების კამპანიისკენ“, რითაც დავიხსნით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს!

მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რათა პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!

პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!“, – წერს მუმლაძე.

მისივე თქმით, ნიკა მელიას დებატებში იწვევს.

„ვიწვევ ნიკა მელიას ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმენტირებულად ავუხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!

მივმართავ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, დროულად მოიწვიოს პოლიტსაბჭო და უზრუნველყოს სანდო საარჩევნო პროცესი!“, – წერს გიორგი მუმლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g