LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქობულია: რადიკალურად უნდა გავზარდოთ ტურისტთა მომსახურების ხარისხი

95

„ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი კი არა, ალბათ ჩვენი ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. საქართველო ტურისტული ქვეყანაა და დღესდღეობით,   საქართველოს ეკონომიკას რომ შევხედოთ, ტურიზმი ყველაზე დიდ საექსპორტო სექტორს წარმოადგენს, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება და მნიშვნელოვანი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის, Welcome Challenge-ის გახსნაზე განაცხადა, რომელიც თბილისში იმართება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მასშტაბის ფორუმების საქართველოში გამართვა ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა.

ქობულიამ ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული მდგომარეობა და მთავარი გამოწვევები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, ტურისტული ნაკადი, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად შემოდის, 2-ჯერ აღემატება ჩვენი მოსახლეობის რაოდენობას. „ამიტომ  ჩვენ გვექმნება მთელი რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ტურისტების ნაკადების მომსახურებასა და მომსახურების ხარისხთან. ჩვენ ვგეგმავთ და ვფიქრობთ ძალიან დიდ პროგრამაზე, რომლითაც რადიკალურად უნდა გავზარდოთ ტურისტთა მომსახურების ხარისხი. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით დღევანდელი ფორუმი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ  ახალი მიდგომები, ინოვაციები გვჭირდება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ცნობისთვის, მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge საქართველოში პირველად, პროექტ  Check in Georgia-ს ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების მიზანია ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის შეიქმნას საერთაშორისო ფორუმი, სადაც  მასშტაბური პროექტები გამოვლინდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები