LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი რურუამ, ანზორ მელიამ, სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ მოშიმშილეები მოინახულეს

108
ანზორ მელია

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ოფისში, სადაც 200-მდე ადამიანი შიმშილობს დღეს ანზორ მელია მივიდა. როგორც მელიამ განაცხადა, სურს პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც 31 დეკემბერს ოჯახებს არიან მოწყვეტილები და ამ პირობებში ხვდებიან ახალ წელს, მხარდაჭერა გამოუცხადოს.

მან აქციის მონაწილეების ჯანმრთელობაც შეამოწმა.

„ჩემთანაც იყო გადმოყვანილი რამდენიმე გულის შეტევით. როგორც კი ინფარქტი გამოვრიცხეთ, 2 გამოვწერეთ. როგორც კი ინფარქტის მარკერი ჩავუტარეთ და უარყოფითი იყო, ისევ აქ გამოიქცნენ“, – განაცხადა ანზორ მელიამ.

პროტესტის მონაწილეები მოინახულა „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამაც. დილიდან პარტიის ოფისთან მივიდნენ დეპუტატები დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილიც.

ცნობისთვის, უკვე მე-11 დღეა ენმ-ს ოფისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა და პარტიის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება როგორი იქნება პარტიის სამოქმედო გეგმა და როგორ გაგრძელდება პროტესტი.

პოპულარულები