LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის 96 წლის ექსპერტი

2514
107475852-3934910923245661-8845527313409487831-n

დღეს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. საქმეზე ოთხი ექსპერტი მუშაობდა, მათ შორის არის 96 წლის რევაზ კაპანაძე.

რევაზ კაპანაძეს ამ სპეციალობით მუშაობის 60-წლიანი სტაჟი აქვს. როგორც ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, ის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტია.

 

მისი ბიოგრაფია ასე გამოიყურება:

  • კაპანაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს დაამთავრა.
  • 1948–1951წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1952–1953წწ. თბილისის პირველი კლინიკური ტუბ. საავადმყოფოს პათოლოგანატომიური განყოფილების გამგე;
  •  1953–1957წწ. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი;
  •  1957–1960წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი;
  • 1960–1968წწ. განყოფილების გამგე.

  •  ავტორია 182 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები;
  • მისი ხელმძღვანელობით დაცულია 16 საკანდიდატო და 6 სადოქტორო დისერტაცია.
  • მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი.
  • საკანდიდატო დისერტაციის თემა – “გულისა და მისი საინერვაციო მექანიზმების სტრუქტურული ცვლილებები უეცარი კარდიოლოგიური სიკვდილის დროს”, დაიცვა 1957 წელს.
  • სადოქტორო დისერტაციის თემა – “მიოკარდიუმის ჰისტოქიმიური ცვლილებები მწვავე დაღლილობისა და აორტის სტენოზის დროს ექსპერიმენტში”, დაიცვა 1966 წელს.

ფოტოები აღებულია პულსი TV-ს გადაცემიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g