LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „დღეს პირველად წამომაყენეს, ცოტა გამატარეს და საკუთარი ტანსაცმლის ჩაცმის უფლება მომცეს“

601
BeFunky-collage (1)

მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა კლინიკაში გადაღებული ფოტოები და საზოგადოებას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ყველაფერმა კარგად ჩაიარაო.. არ ვიცი, ეს გული ვინ დამახატა“ – რა ფოტოებს ავრცელებს კლინიკიდან და ვის უხდის მადლობას გიორგი სუხიტაშვილი

საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე გავრცელებულ მორიგ პოსტში მომღერალი აღნიშნავს, რომ ექიმებმა ფეხზე წამოდგომის უფლება მისცეს, თუმცა რა სამედიცინო მანიპულაცია ჩატარდა, დეტალებზე გიორგი სუხიტაშვილი არც ამჯერად საუბრობს.

„დღეს პირველად წამომაყენეს, ცოტა გამატარეს და საკუთარი ტანსაცმლის ჩაცმის უფლება მომცეს.

რომ ვიწექი ეს პატარა სურათი არ ჩანდა რა იყო ავდექი შევხედე და ჩემი ცხონებული ვირუკა ვასიას პორტრეტი არაა გამოჭიმული, მხიარულების მიზეზი არ მაკლია“, – წერს მომღერალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები