LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერმა კარგად ჩაიარაო.. არ ვიცი, ეს გული ვინ დამახატა“ – რა ფოტოებს ავრცელებს კლინიკიდან და ვის უხდის მადლობას გიორგი სუხიტაშვილი

1826
Untitled design (2)

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში კლინიკაში გადაღებულ ფოტოებს ასაჯაროებს.

როგორც მომღერალი წერს, ამ ეტაპზე დეტალურად ვერ საუბრობს, თუ რა სამედიცინო მანიპულაცია ჩატარდა და სად ჩატარდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა:

„ყველაფერმა კარგად ჩაიარაო.

უდიდესი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ ჩემი მისამართით.

უამრავი შეტყობინება დამხვდა.

ჯერ დეტალურად ვერ ვისაუბრებ, რა გაკეთდა, სად გაკეთდა და ვინ გააკეთა, თუმცა, გპირდებით, გაგაცნობთ ყველა დეტალს.

არ ვიცი, ეს გული ვინ დამახატა, მაგრამ, რომ დავინახე, ძალიან კარგ განწყობაზე დავდექი.

დიდი მადლობა შენ“, – წერს გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები