LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს: Tbilisi Pride

59
თბილისი პრაიდი

თბილისის პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და კიდევ ორი პირი, რომლებიც პოლიციამ გუშინ დააკავა, გაათავისუფლეს. ინფორმაციას თბილისი პრაიდი ავრცელებს.

პრაიდის წარმომადგენლები პოლიციის მიმართ აღშფოთებას გამოხატავენ, რადგან მათი ცნობით, აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა თემის წევრების დევნაზე.

„რამდენიმე წუთის წინ შეგვატყობინეს, რომ გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს.

აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით! აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა თემის წევრების დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, თაბაგარი და კიდევ ორი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166 და 173 მუხლით იყვნენ დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები