LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი თარგამაძე ფორმულაზე გადაცემას წაიყვანს

619
75394244-434723277233843-7649774879494897664-n

ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე “ფორმულაზე” გადაცემას წაიყვანს. გადაცემას “გიორგი თარგამაძის ფორმულა” ერქმევა.

“მე არ მაქვს პოლიტიკური ამბიცია და წლების განმავლობაში აღარ ვარ პოლიტიკაში და მაყურებელი დარწმუნდა, რომ ამ მიმართულებით არ ვაპირებ არაფერს”, – განაცხადა “ფორმულას” ეთერში გიორგი თარგამაძემ.

პოლიტიკური გადაცემა ყოველ საღამოს 23 საათზე გავა ეთერში.ტელეარხის ცნობით, ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური ტოქ-შოუ, რომელსაც ეყოლება სტუმრებიც.

როგორც ფორმულას საინფორმაციო სამსახურის უფროსი აცხადებს, გადაცემის გაკეთება საცდელი მაუწყებლობის ფარგლებში დაჩქარებული წესით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გადაწყდა. არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე კი აღნიშნავს, რომ თარგამაძის მონაწილეობით მათ არხზე რამდენიმე გადაცემის დაწყება იგეგმება.

გიორგი თარგამაძე 1999 წლის მოწვევის პარლამენტარი იყო, 2000-იანი წლების დასაწყისიდან კი პარლამენტი დატოვა და ტელეკომპანია “იმედში” დაიწყო მუშაობა. ის იყო “იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ასევე, ყოველკვირეული გადაცემა “დროების” ავტორი და წამყვანი.

2007 წელს ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დააფუძნა და 2008 წელს პარლამენტშიც შევიდა. ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა ხმების მხოლოდ 1% მიიღო. მას შემდეგ თარგამაძე პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები