„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ წარადგინა.
გიორგი ვაშაძემ, საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინა, რომლებიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებთან ერთად მესამე ძალის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას:
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე;
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე;
„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე თამარ კეკენაძე;
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი რეზო კემულარია;
„ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენელი“ ვახტანგ იაშვილი;
სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო მართვის პროფესორი ოთარ ბაღათურია;
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ჩიქოვანი.