LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ნინო ნადირაძეს, „ვივამედის“ ექიმების, ექთნების კმაყოფილი ვარ.. სპეკულაცია ამ თემებზე სრულიად ზედმეტია

6390
გიული სდა ნინო

ძალიან დიდი მადლობა უკრაინელებს, რომ მიუხედავად მათი ასეთი გასაჭირისა, ომშია ხალხი, არც ერთი დღე არ შეუწყვეტიათ ჩემს შვილზე ფიქრი და ზრუნვა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ომბუდსმენის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, უკრაინულ მხარეს სააკაშვილის მონახულება არაერთხელ უცდია, თუმცა მათ ყველა შემთხვევაზე უარი მიიღეს.

„სააკაშვილი განსაკუთრებული მოქალაქეა, მაღალ თანამდებობაზეა, პასუხისმგებელი პირია და იმ თანამდებობაზე დღემდე რჩება. უკრაინელები არასდროს გაჩერებულან და ეს მცდელობები არასდროს შეუწყვეტიათ. არაერთხელ ყოფილა მსგავსი შემთხვევა და ყოველთვის უარი მიიღეს, ესეც ხომ ვიცით.

ძალიან დიდი მადლობა უკრაინელებს, რომ მიუხედავად მათი ასეთი გასაჭირისა, ომშია ხალხი, არც ერთი დღე არ შეუწყვეტიათ ჩემს შვილზე ფიქრი და ზრუნვა. ძალიან მადლობელი ვარ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

„მასთან მშვენიერი კომუნიკაცია მაქვს და რომ ვეუბნები, რატომ გვერჩიან-მეთქი, მეუბნება, ნუ მიაქცევ ყურადღებას რასაც წერენ, მე არავისთვის არაფერი დამივალებიაო“ - ნადირაძე სააკაშვილზე

ჩვენ შევედით წინასწარ წაგებულ ომში, რადგან განკურნება არის გადავადებისა და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს“. - განაცხადა ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ მადლიერება გამოხატა ასევე კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის და მედპერსონალის მიმართ.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და მედპერსონალს ერთმანეთის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ.

„მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ნინოს. ძალიან კარგი იყო მისი გუშინდელი ჩართვა. საერთოდ „ვივამედის“ ექიმების, ექთნების კმაყოფილი ვარ, ვინც უშუალოდ ყოველ დღე მასთან [სააკაშვილთან] არიან. ნამდვილად, ყოველდღიურ ზრუნვას იჩენენ.

ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს მას პერსონალის მიმართ და პერსონალს მის მიმართ. ამის მოწმე მე ვარ და გარდა ამისა, ვიცი მისი [სააკაშვილის] აზრი. ასე რომ, სპეკულაცია ამ თემებზე სრულიად ზედმეტია,“ – განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, თუ რატომ აპელირებენ ხელისუფლების წარმომადგენლები თემაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალის მიმართ აგრესიით გამოირჩევა, ალასანია პასუხობს, რომ ისინი თავის გამართლებას ასე ცდილობენ.

„სრულიად უსამართლოდ ჰყავთ გამომწყვდეული ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და რაღაცით ხომ უნდა გაიმართლონ თავი. მისი [სააკაშვილის] აგრესიაც მოდის იქიდან, რომ სრულიად უსამართლოდ ზის და სრულიად უსამართლოდ იტანს ამ ყველაფერს,“ – აღნიშნა ალასანიამ.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უწყება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესებით ღრმად შეწუხებულია.

„თუ ჩავთვლით უკრაინის მოქალაქის კრიტიკულ მდგომარეობას, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს, ასევე, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების თაობაზე შემდგომი მკურნალობის, გადაყვანის მიზნით ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში”, – წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, უზრუნველყოს უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრი ლუბინეცის სააკაშვილისადმი წვდომა.

ამავე თემაზე:

ვიდეო: “რასაც ჭამს ყველაფერს ირგებს…განსაკუთრებით ეკა ხერხეულიძის გაკეთებული საჭმელი მოსწონს” – ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

ნინო ნადირაძე: ქართველი ხალხი მაგონებს “კავკასიური ცარცის წრეს“.. გამიხარდება თუ ის დათმობს, ვისაც ხმას ვაძლევ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g