LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე: ქართველი ხალხი მაგონებს “კავკასიური ცარცის წრეს“.. გამიხარდება თუ ის დათმობს, ვისაც ხმას ვაძლევ

299
ნინო ნადირაძე 2

კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კლინიკა „წინასწარ წაგებულ ომში შევიდა“.

„განკურნება არის გადავადებისა და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროცესი გადავწონოთ? ჩვენ ვართ სამედიცინო მხარე და ჩვენი წარმატება გადავადებისა და გათავისუფლების სრულიად საწინააღმდეგო მხარეს დგას“,- აცხადებს ნინო ნადირაძე.

ნინო ნადირაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობა ძალიან აგონებს „კავკასიური ცარცის წრის სიუჟეტს“.
ვიდეო: “რასაც ჭამს ყველაფერს ირგებს…განსაკუთრებით ეკა ხერხეულიძის გაკეთებული საჭმელი მოსწონს” – ნინო ნადირაძე სააკაშვილზე

„არასოდეს დამიმალავს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები, ჩემი პოლიტიკური არჩევანი. საქართველოს მოსახლეობა ძალიან მაგონებს “კავკასიური ცარცის წრის” სიუჟეტს, ასე ვთქვათ – ჩვენ ის ბავშვი ვართ, ვისაც გვექაჩებიან აქეთ და იქით და დაე, მან გაგვიშვას ხელი, ვისაც ყველაზე უფრო ვუყვარვართ. ვისაც ჩვენი ტკივილი სტკივა და ეს პროცესი გამოაჩენს, ვის ვუყვარვართ და ვინ წავა დათმობაზე, ვინ გაგვიშვებს ხელს და მე გამიხარდება, თუ ეს იქნება ის, ვისაც მე ამდენი წელია ხმას ვაძლევ“. – აცხადებს კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g