გლდანში, ღიად დატოვებული გაზქურის გამო, აფეთქება მოხდა – ინფორმაციას ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შემთხვევის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახისა და მეზობლების სიცოცხლეს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.