LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში ორი კაცი დაჭრეს

199
ttttt

თბილისში, გლდანში ორი მამაკაცი დაჭრეს. როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე სამი პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გლდანის მე-5 მიკრო რაიონში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ორ კაცს დაზიანებები დანითა და ჩაქუჩით მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები