LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში წაქცეულმა ხემ ორი ავტომობილი დააზიანა

88

თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხემ ორი ავტომობილი დააზიანა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოში დღეს ძლიერი ქარია. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრ წამს მიაღწევს, ხოლო დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20 მეტრი წამი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები