დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა სოციალურ ქსელში ახალი საშობაო ფოტო გაავრცელეს. წინა წლებისგან განსხვავებით, ფოტო ძალიან აკადემიური და ზედმეტად მკაცრიც გამოვიდა. დევიდი და ბიჭები, ნაძვის ხის ფონზე, შავ პიჯაკებში პოზირებენ. რაც ეხება ვიქტორიას, მას გრძელი მწვანე საღამოს კაბა აცვია, რომელიც ცხადია, თავისივე კოლექციიდან შეარჩია.
რაც შეეხება პატარა ჰარპერს, მას თეთრი ზედა და მუქი ლურჯი ქვედაბოლო აცვია, ხელში კი თეთრი ყვავილები უჭირავს.
ფოტოს მალევე მოჰყვა ფანების კომენტარები. მხიარული ოჯახის ამ უცნაურ ფოტოს ბევრმა მკაცრი შეფასებაც მისცა: „გლოვაა თუ ახალი წელი?“, – წერდნენ გაკვირვებული გულშემატკივრები.