LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე ღარიბაშვილს: თავიდან ბოლომდე შარშანდელი მოხსენება წაიკითხეთ, ერთადერთი სხვაობა ის იყო, ივანიშვილი მხოლოდ მე-19 წუთზე მოიხსენიეთ, ცუდად დაგიმახსოვრებთ

122
ფორტუნა - 2023-03-24T143458.340

ამ გამოსვლის მთელი შინაარსი იყო ის, რომ თურმე ჩვენ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ვართ, ატომური თავდასხმები გველის და თურმე ამაში დამნაშავე უკრაინაა, – ასე შეაფასა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა.

რომან გოცირიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი სულელურ პროპაგანდისტულ მესიჯებს იგონებს იმის შესახებ, რომ ოპოზიციას ომი უნდა.

„თუ ევროპას პოლარიზების დასრულება უნდა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს“ - პრემიერის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი აქცენტები

„საქართველოსთვის ახალი ომის დაწყება, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს“ - თქვა ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ეს გამოსვლა შარშანდელი გამოსვლისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ მე-19 წუთზე ახსენა.

„ბატონო ირაკლი, ეტყობა, კანცელარიაში სხვა უჯრა ვახსენით და სხვა მასალები წამოიღეთ. თავიდან ბოლომდე შარშანდელი მოხსენება წაიკითხეთ, არავითარი ცვლილება. ეს ხომ მოსმენილი გვქონდა? ერთადერთი სხვაობა იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი, ის ბრძენი კაცი, მხოლოდ მე-19 წუთზე მოიხსენიეთ. ამას ცუდად დაგიმახსოვრებთ, ასე რომ, შეგიძლიათ გამოასწოროთ და მისი წვლილი კიდევ რამდენჯერმე ახსენოთ. ამ გამოსვლის მთელი შინაარსი იყო ის, რომ თურმე ჩვენ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ვართ, ატომური თავდასხმები გველის და თურმე ამაში დამნაშავე უკრაინაა.

მოგვიყევით, როგორ განადგურდა უკრაინა, რამდენი პროცენტია ოკუპირებული, როგორ ინგრევა ინფრასტრუქტურა და თქვენი ქვეტექსტი იყო ის, რომ უკრაინა დამნაშავეა, ვინაიდან, მან რუსეთს არ დაუთმო. სად არის ნახსენები რუსეთი, როგორც აგრესორი? სად არის ნახსენები ის, რომ დღეს მთელი მსოფლიო ამ ბოროტი არსების, პუტინის წინააღმდეგაა გაერთიანებული. რატომ უყვარხართ რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს, რომლებიც დასავლეთმა დაასანქცირა? ნუთუ, ნახევარი საათის განმავლობაში, ომში მყოფი ქვეყნისადმი სოლიდარობის სიტყვა არ წამოგცდათ.

სულელურ პროპაგანდისტულ მესიჯებს იგონებთ – „ოპოზიციას ომი უნდა“, „სააკაშვილი ომის დასაწყებად ჩამოვიდა, ყველას აქეზებს, რომ ომი დაიწყონ“. ომს თუ ვიღაც იწყებს, გამარჯვება ხომ უნდა? ომისთვის ტერიტორიების დასაბრუნებლად ემზადებიან თუ პირიქით, რუსეთის აგენტები არიან და უნდათ, რომ რუსეთი შემოვიდეს და დაგვიპყრონ. მიზეზი გვითხარით?“, – მიმართა რომან გოცირიძემ პრემიერს.

ამავე თემაზე:

„თუ ევროპას პოლარიზების დასრულება უნდა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს“ – პრემიერის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი აქცენტები 

სამადაშვილი პრემიერს: სამარცხვინო ადამიანი ხარ – სამჯერ უნდა დაიძახოთ Mea culpa, რაც ლათინურად ნიშნავს „დამნაშავე ვარ“ 

ღარიბაშვილი: ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა 

“ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით” – ირაკლი ღარიბაშვილი 

„სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g