LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონა, რომელსაც ბიჭმა ცეცხლი წაუკიდა, რეანიმაციაშია მოთავსებული

251
Capture

გოგონა, რომელსაც დღეს 24 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, რეანიმაციულ განყოფილებაში 37%-იანი დამწვრობით არის მოთავსებული. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე აცხადებს, გოგონა დამწვრობის შოკიდან ჯერ არ გამოსულა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ბიჭის ყოფილი შეყვარებულია.

“გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამწვრობის შოკიდან არ გამოსულა, მეორე-მესამე ხარისხის 37%-იანი დამწვრობა აქვს, ქვემო კიდურები დაზიანებული აქვს, ასევე ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ტრავმა სავარაუდოდ, ბენიზნის ააალების შედეგად აქვს მიღებული. ვიმეორებ, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთვსებული”, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე.

ცნობისთვის, 1996 წელს დაბადებული შ.გ განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.

 თბილისში 23 წლის გოგონას ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g