თბილისში ახალგაზრდა გოგონას, ბენზინი მიასხეს და ცეხლი წაუკიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულმა შ.გ- მ იმავე წელს დაბადებულ ს.შ-ს ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცლი წაუკიდა.

“ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.

 

ნატა კალანდაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05