LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღია პროფილებიდან ჩამოტვირთა სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანთა ფოტოსურათები, დაამონტაჟა, მიანიჭა პორნოგრაფიული ნაწარმოების იერსახე და სოციალურ ქსელში გაავრცელა“ – შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა

163
დაკავება

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელების მომხმარებელთა ღია პროფილებიდან ჩამოტვირთა სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანთა ფოტოსურათები, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით დაამონტაჟა, მიანიჭა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების იერსახე და შეურაცხმყოფელ ტექსტებთან ერთად ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დამნაშავე პირი ბრალდებულის სახით თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები