LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლი, ბევრი გოლი: ჩემპიონთა ლიგა რეკორდებით დაიწყო

81

2017-2018 წლების ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა დაიწყო.
ჯგუფური ეტაპის პირველი ტური ჩატარდა და თან როგორ. ლიგა რეკორდით დაიწყო: პირველი ტურის 16 მატჩში ჯამში 54 გოლი გავიდა.

ლიგაზე სხვა რეკორდებიც დაფიქსირდა.

„რეალისა“ და „აპოელის“ შეხვედრაში კრიაშტიანი რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 106-ე და 107-ე გოლები გაიტანა.
რონალდომ ორი რეკორდი დაამყარა. მას ყველაზე მეტი პენალტი (12) აქვს გატანილი ტურნირზე, გარდა ამისა, 136-ედ გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

გარდა ამისა, „რეალმა“ ზედიზედ 72-ე ოფიციალურ მატჩში გაიტანა გოლი და თავისივე რეკორდი გაახანგრძლივა. ბოლოს ზინედინ ზიდანის გუნდმა გოლის გატანა 2016 წლის 26 აპრილს, „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩში (0:0) ვერ შეძლო.

 

„პორტუს“ (პორტუგალიელებმა მოულოდნელად „ბეშიქთაშთან“ შინ 1:3 წააგეს) ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-19 სეზონი დაიწყო, რითაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდის, რაიან გიგზის რეკორდი გაიმეორა. ესპანელი 1999-2000 წლების სეზონიდან თამაშობს ამ ტურნირზე და ჯამში 165 მატჩი დაუგროვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები