LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გონჩარენკო: საქართველოს მთავრობამ ორიენტაცია დაკარგა, ვერ გებულობს ქვეყანა რა მიმართულებით მიჰყავს, უკრაინაზე ხომ საუბარი ზედმეტია

1317
BeFunky-collage

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ ორიენტაცია დაკარგა, ვერ გებულობს ქვეყანა რა მიმართულებით მიჰყავს – რასაც ახლანდელი მთავრობა აკეთებს საქართველოს ინტერესებში არ შედის, უკრაინაზე ხომ საუბარი ზედმეტია,- ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

გონჩარენკოს შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას ამ დრომდე უცნაური პოზიცია აქვს. უკრაინის რადას დეპუტატის თარგმანს ტელევიზია ავრცელებს.

“ერთი მხრივ, ამბობენ რომ უკრაინისთვის ლოცულობენ, მეორე მხრივ, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს აფართოებენ. ცდილობენ უკრაინის საკითხს თავი აარიდონ. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ უკრაინის და საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე შეტანილ განაცხადს ერთად არ განიხილავს. ეს ჯერ პირველი შედეგია.

დღეს მთელ მსოფლიოს უნდა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას მოუსმინოს. თუ საქართველოს მთავრობას არ უნდა უკრაინის ლიდერს მოუსმინოს, რომელიც როგორც საკუთარ, ისე საქართველოს მტერს ებრძვის, რომელსაც თქვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, უცნაურია. აქ გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს.

დიდი მადლობა ქართველ ერს, თქვენ მხარდაჭერას ვგრძნობ. უკრაინელი ერის გვერდით იდექით, გაგვიწიეთ ჰუმანიტარული დახმარება. მოხალისეებს შეუძლიათ ჩვენ მხარდამხარ იბრძოლონ.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ვფიქრობ, ორიენტაცია დაკარგა, ვერ გებულობს ქვეყანა რა მიმართულებით მიჰყავს. ჩემი გადასაწყვეტი არ არის ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, თუმცა, რასაც ახლანდელი მთავრობა აკეთებს საქართველოს ინტერესებში არ შედის, უკრაინაზე ხომ საუბარი ზედმეტია“,- აღნიშნავს გონჩარენკო, „მთავარ არხთან“ საუბრისას.

“ორი დროშა აქვთ დახლის ქვეშ დამალული, ვეღარ გაიგეს რომელი აწიონ, ხან ერთს გამოაყოფინებენ თავს, ხან მეორეს” – ხუხაშვილი მთავრობაზე