LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გონიო-კვარიათის სანაპიროზე კაფე-ბარების დემონტაჟი განხორციელდება

433
top-slide-1

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გონიო-კვარიათის სანაპიროზე უკანონოდ განთავსებული ბუნგალოებისა და კაფე-ბარების დემონტაჟი განხორციელდება.

„გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე უკანონოდ განთავსებული ბუნგალოებისა და კაფე-ბარების მეპატრონეების გაფრთხილება დაიწყო. თვითნებურად ჩადგმული ობიექტების დემონტაჟი 5 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები მოახდენენ მათ დაშლასა და გატანას”,- აცხადებენ ბათუმის მერიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები