LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეგზოტიკური გზა, უნიკალური მდებარეობა, ტყეში ჩაფლული სასტუმრო და აუზი ზღვის ხედით – Hotel Hills Kvariati-ში ზაფხულის სეზონი გაიხსნა

1146
288326311_350495930557856_5959034238600342363_n

ეგზოტიკური გზა, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ, ტყეში ჩაფლული სასტუმრო და აუზი, ზღვის ულამაზესი ხედებით – ეს Hotel Hills Kvariati-ია. განთავსების ობიექტი, დაახლოებით, 1 წლის წინ გაიხსნა, თუმცა სრული დატვირთვით ფუნქციონირება მან წელს დაიწყო და დამსვენებლებს უკვე აქტიურად იღებს როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხით.

როგორც სასტუმროს მენეჯერი ნია მოძმანაშვილი აცხადებს, დაინტერესება მუდმივად მზარდია და ფაქტობრივად, მთელი ზაფხულის სეზონი უკვე დაჯავშნილი აქვთ.

„გარდა ადგილობრივებისა, უკვე ვუმასპინძლეთ საერთაშორისო ვიზიტორებსაც. საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს მთელი ზაფხულის განმავლობაში: სტუმრებს ველით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ვპროგნოზირებთ, რომ 2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური გვექნება“, – ამბობს Hotel Hills Kvariati-ის მენეჯერი.

რაც შეეხება იმ სერვისებს, რომელსაც კვარიათში მდებარე სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს, ეს არის სხვადასხვა ტიპის ნომრები: საოჯახო, სტანდარტული, დელუქსი და ასევე, ლუქსი.

„შესაბამისად, დამსვენებელს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ მან თავად აირჩიოს სასურველი ტიპის ნომერი და დაჯავშნოს. ჩვენი სტუმრებისთვის ასევე გვაქვს აუზი, რომელიც ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს იმიტომ, რომ არის ტყეში და გადაჰყურებს პირდაპირ ზღვას. აუზის გარდა, ჩვენს სასტუმროს მალე დაემატება სათამაშო სივრცეც, სადაც დამსვენებლები სხვადასხვა აქტივობით დაკავდებიან. ცალკე ხაზგასასმელია კვების ნაწილიც. გვაქვს ღია რესტორანი და გვყავს საამაყო შეფმზარეული, რომელიც უგემრიელესი და ძალიან მრავალფეროვანი კერძებით ანებივრებს ჩვენს სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში”, – აღნიშნავს ნია მოძმანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, Hotel Hills Kvariati-ს სხვადასხვა ტიპის ღონისძიების მასპინძლობის შესაძლებლობაც აქვს. “სხვათა შორის, გარდა რესტორნისა, ჩვენს სივრცეში შეხვდებით ღია ტერასასაც, რომელიც იდეალური ადგილია ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ჩატარებისთვის, იქნება ეს ქორწილი, კორპორატიული, დაბადების დღის წვეულება, თუ სხვა”, – განმარტავს სასტუმროს მენეჯერი.

ნია მოძმანაშვილი სასტუმროს უნიკალურობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ Hotel Hills Kvariati-ის უნიკალურობას მისი მდებარეობა განსაზღვრავს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასტუმროს Hotel Hills Kvariati, ის სრულად არის ჩაფლული ტყეში და გადაჰყურებს ზღვას. ასევე, ძალიან ლამაზი და ეგზოტიკურია ის გზა, რომელიც Hotel Hills Kvariati- ამდე ადის. ეს არის სამანქანო გზა, რომელიც ასევე ტყეშია ჩაფლული.

„აქვე გეტყვით იმასაც, რომ გარდა სასიამოვნო გარემოსი და ხედებისა, ჩვენი სასტუმროს კიდევ ერთი პლუსი არის ის გუნდი, რომელიც აქ მუშაობს და იღებს დამსვენებლებს. ჩვენ მაქსიმალურად ვართ მორგებული და ორიენტირებული თითოეულ დამსვენებელზე, მუდმივად ვინტერესდებით მათი შეფასებებით და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო საინტერესო გახდეს მათთვის ჩვენთან დასვენება“, – დასძინა ნია მოძმანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ადგილი, სადაც Hotel Hills Kvariati მდებარეობს, არის მიკროზონა და ის უნიკალურია გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის. ეს ადგილი არის გამაჯანსაღებელი და სამკურნალო თვისებების მქონე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები