LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორთან, ავტობანზე 10 წუთის შუალედით, 3 ავარია მოხდა

334
ავტობან

გორთან, ავტობანზე 10 წუთის შუალედით, 3 ავარია მოხდა ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა, რა დროსაც მას უკნიდან მანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციას, კიდევ ერთი მანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 1 პირი დაშავდა, 6 მანქანა კი დაიმტვრა.

მესამე ავარია ზემოთ აღნიშნული 2 ავარიიდან მოშორებით მოხდა და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: „მთავარი არხი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g