LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრძელი თმა, ჯინსები და კედები – 57 წლის ბრედ პიტი ბევერლი ჰილზში

346
ბრედ პიტი

ბრედ პიტი ფოტოგრაფებმა ბევერლი-ჰილზში გადაიღეს, სადაც ის ერთ-ერთ სტუდიაში საქმიან შეხვედრას ესწრებოდა. მსახიობი შეხვედრაზე ექვსი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მოგვიანებით ავტოსადგომზე გამოჩნდა, ბრედმა დამხმარე პერსონალთან ერთად თავად გამოზიდა ოფისიდან ფოტოტექნიკა, რომელიც სავარაუდოდ, მას ახალი პროექტისთვის სჭირდება.

ბრედ პიტი საქველმოქმედო ორგანიზაციას პროდუქტების გადატანაში ეხმარება – ფოტოები ინტერნეტს იპყრობს

57 წლის მსახიობი ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორიც ის 90-იანებიდან გვახსოვს. გრძელი თმა პიტს სამაგრით ჰქონდა აწეული, ტრადიციისამებრ მას ჯინსები ეცვა, რომელიც თეთრ ქურთუკთან და ასევე თეთრ კედებთან ჰქონდა შხამებული.

რაც შეეხება ბრედის ახალ პროექტებს, უახლოეს მომავალში ეკრანებზე გამოდის დამიენ შაზელის ფილმი „ბაბილონი“, ასევე ბრედ პიტი მონაწილეობს ახალ კინოპროექტში სანდრა ბალოკთან ერთად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები