LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრძნობებს რომ მისცე გასაქანი, მერე შეიძლება გონებაც დაკარგო – მეგი სმიტის ცნობილი გამონათქვამები

5740
1

მრავალრიცხოვანი პრემიების, მათ შორის ორი „ოსკარისა“,  ოთხი „ემისა“ და ,,ბაფტას” შვიდი ჯილდოს მფლობელი მეგი სმიტი, არც 86 წლის ასაკში კარგავს ჩვეულ ფორმას და ერთნაირი  ოსტატობით ასრულებს როგორც ფანტასტუკარ, ისე დრამატულ როლებს.

fortuna.ge გთავაზობთ მეგი სმიტის ფრაზებს:

იმედი – ერთგვარი ხრიკია, რათა რეალობა დავივიწყოთ.

უბედური მეგობარი – ცუდი კომპანიაა, მაგრამ ვალდებული ხარ მოუსმინო, უბედურ ნაცნობთან კი, საერთოდ არ ღირს გაჩერება.

უგემოვნო სამოსი და უგემური საკვები – სწორედ ასეთია თანამედროვე მოდური წვეულება.

ვულგარული ადამიანი ყველაზე სახიფათოა, ვერც საკუთარ ვულგარულობას ხვდება და სხვის გონებამახვილობასაც ანადგურებს.

რაღაც გაურკვეველი იდუმალების მოგონება და დაბრალება – ყველაზე უინტერესო ადამიანების მოძველებული მეთოდია.

გრძნობებს რომ მისცე გასაქანი, მერე შეიძლება გონებაც დაკარგო.

სინამდვილეში, ცხოვრების ერთადერთი აზრი მოგონებების შეგროვებაა, რადგან სიცოცხლის ბოლოს მხოლოდ მათი გახსენებით შეიძლება საკუთარი თავის ნუგეში.

სიყვარულით მოტივირებული ადამიანი უფრო სახიფათოა, ვიდრე სიძულვილით. სიძულვილს ზიანის მოყენება შეუძლია, სიყვარულს კი, ერთიანად დანგრევა.

სიმართლე არავის აინტერესებს, მთავარია, როგორ გააცნობ თავს საზოგადოებას.

სიყვარულს ახალგაზრდობაში უნდა გემოს გასინჯვა, რადგან ასაკთან ერთად გემოს რეცეპტორები ცვდება და იკარგება.

ყალბი თანაგრძნობა ყოველთვის ვულგარულია.