თბილისში, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა, ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში ფოტო რობოტს აქვეყნებს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს.
„გთხოვთ გააზიაროთ! ამ ფოტო რობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა. გთხოვთ, კარგად დააკვირდეთ, ინფორმაციის მომწოდებელი დაჯილდოვდება 10 000 $. ანონიმურობა გარანტირებულია“ ,- წერს სოციალურ ქსელში დიდ დიღომში საეჭვო ვითარებაში დაღუპული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი.