LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში სასტუმროების ფასი შემცირდება – ტურიზმის ექსპერტი გადასახადების გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს

98
kurortebi

როგორც ჩანს, პანდემიის დასასრულის დასაწყისი დაიწყო და ტურიზმის აღდგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, ასე აფასებს „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია, 25 თებერვლიდან,  სამთო კურორტებზე სასტუმროების გახსნას „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად.

„ჩვენთვის და სამთო სათხილამურო კურორტებზე ყველა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო  მთავრობის გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, პანდემიის დასასრულის დასაყისი დაიწყო და ტურიზმის აღდგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

რადგან უფლება გვაქვს, რომ ვიმუშავოთ, ეს არ ნიშნავს, რომ იქნება კარგი მუშაობა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ უცხოელი ტურისტები მინიმუმ ორი თვის განმავლობაში არ გვეყოლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვერგოთ რეალობას და შემდეგი ერთი თვე მაინც ვიმუშაოთ ქართველ მომხმარებელზე. ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ამინდზე და ჯერჯერობით ამინდი ხელს გვიწყობს, თოვლი არის“. -ამბობს ერელე კოკაია.

მისი თქმით, მოულოდნელობა იყო მთვრობის გადაწყვეტილება.

„იმედი გვქონდა, რომ გაიხსნებოდა სამთო კურორტები, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო მთავრობის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ტურისტების მოზიდვას იმ დღესვე არ ველოდებოდით. გუდაური თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია სასრიალო სეზონზე და თუ საბაგირობი არ იქნება გახსნილი, რა თქმა უნდა, ტურისტებიც არ გვეყოლება.

სასტუმროებს რამდენიმე დღე დაგვჭირდება  იმისთვის, რომ მოვემზადოთ და ტურისტები მოვიზიდოთ და ვიბრუნოთ ჩვენი თანამშრომლები“.-აცხადებს კოკაია.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ტურისტებს არ შეუძლიათ ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოსვლა, სასტუმროების მუშაობას ხელს შეუშლის.

„საჰაერო საზღვრები გახსნილია და გაუგებარია, რატომ არ შეიძლება გაიხსნას სახმელეთო საზღვრები, რომ ტურისტები შემოვიდნენ. ეს ტურიზმის სექტორისთვის კარგი გზავნილი იქნებოდა“.- განმარტავს „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.

კოკაია ამბობს, რომ სამთო კურიტების გახსნიდან პირველივე დღეს გაყიდვების მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.

„გუდაურშიც და ბაურიანშიც გაყიდვები გახსნის პირველივე დღეს დავიწყეთ. აქტივობა მაღალი იყო ბაკურიანში, რადგან როდესაც დაკეტილი იყო ყველაფერი, რიგში იდგნენ დამსვენებლები. 

გუდაურის დამსვენებლები კი ძირითადად უცხოელები იყნენ ხოლმე. ახლა ჩვენ, რასაკვირველია, უნდა მოვერგოთ დამსვენებელს და ფასებითაც უნდა მოვხიბლოთ, განსაკუთრებით ქართველი დამსვენებლები და  ვაპირებთ გუდაურში ფასების საგრძნობლად შემცირებას“. – ამბობს კოკაია „კვირის თემასთან“ საუბარში.

 

ტურიზმის ექსპერტი ია თაბაგარი „კვირის თემაში“ იმ გამოსავალზე საუბრობს, რომელიც ტურისტულ სეზონს ჩავარდნისგან გადაარჩენს.

„ზამთრის კურორტების სეზონის ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ეჭვი მეპარება, რომ გადამხდელუნარიანი მოთხილამურე თუ ზამთრის მოყვარული უცებ წავიდეს ზემო სვანეთში, მესტიაში ან გოდერძის უღელტეხილზე. ბაკურიანში უფრო შეიძლება წავიდნენ, თავისუფლებას მონატრებულები. 

სასტუმროებს გაუჭირდებათ, რადან მათი ბიზნესი მორგებული იყო იმ ვიზიტორებზე, რომლებიც სახმლეთო საზღვრებიდან შემოდიოდნენ.  ამიტომ გამოსავალი არის, რომ გადაიხედოს ყველა კომერციული დაწესებულების გადასახადები. პირველ რიგში ეს არის გაზის, დენის და საშემოსავლოს გადასახადი. ოდნავ მაინც უნდა მივცეთ ბიზნესებს იმის საშუალება, რომ ამოისუნთქოს. სხვაგვარად წარმოუდგენელია მუშაობა, რადგან იანვარში გაძვირდა გაზისა და დენის გადასახადი და ახლა, ვისაც ფაქტობრივად არ უმუშავიათ, მოუწევთ, ძალიან დიდი ტვირთის აღება. ეს რეალობას ართულებს, ამიტომ როგორც მალე მიიღეს გახსნაზე გადაწყვეტილება, ასევე მალე უნდა იქნას გადასახადის გადავადებებზე, გაუქმებებზე ან შემცირებებზე საუბარი.

იქნებ ტურიზმისთვის საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს თუნდაც ხუთი პროცენტით, თუნდაც ერთი წლით. ამაში შეუძლებელი არაფერია.

ვაქცინირებული ტურისტი რომ შემოვიდეს, სახელეთო საზღვრებიდან ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.   

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ  2021 წელი გადავარჩინოთ“, – ამბობს ტურიზმის ექსპერტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები