სოფო ჭყონია გუკა რჩეულიშვილს მადლობას უხდის. ის აქვეყნებს სტატუსს, სადაც ცნობილი პროდიუსერი ჰყავს მონიშნული და აღნიშნავს: „მადლობა მარიუპოლელი ოჯახის მასპინძლობისთვის, დიდება უკრაინას!..“
შეგახსენებთ, რომ სოფო დიდი ხანია, უკრაინის მხარდასაჭერად აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა მიმართულებაში, მათ შორის საქართველოში ჩამოსული უკრაინელებისთვის ბინისა და სახსრების პოვნის საქმეში.
სოფოს მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიაც და დასძენს: „გუკა საოცრებებს აკეთებს. გარდა იმისა რომ მასპინძლობს, თან ჰყვება…“
თავის მხრივ, გუკა რჩეულიშვილი მადლობას უხდის სოფოსა და ელენეს, როკმ ასე ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს.