LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გული მტკივა, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს, ჩვენი უფროსი მეგობარი აღარ არის… კახი კავსაძემ საკუთარი ღირსებით სამუდამო კვალი დატოვა: კალაძე

137
BeFunky-collage (1)

თბილისის მერი კახა კალაძე მახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ვწუხვარ და გული მტკივა, რომ ამ სიტყვების თქმა მიწევს – კახი კავსაძე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, გამორჩეული, კოლორიტული მსახიობი, საპატიო თბილისელი, უბრალოდ, ჩვენი უფროსი მეგობარი აღარ არის.

რუსთაველის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო

86 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კაცი, რომელმაც არა მარტო თავისი არაჩვეულებრივი როლებით და არტისტიზმით, არამედ უპირველესად საკუთარი ღირსებით, პიროვნული ხიბლით სამუდამო კვალი დატოვა. ძნელია, ვიპოვო სანუგეშო სიტყვები მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, თანაქალაქელებისთვის.

ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას!“. – წერს კახა კალაძე.

მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g