LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა

521
კახი

85 წლის ასაკში მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

„რუსთაველის ეროვნული თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, გენიალური ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს“, – ვკითხულობთ რუსთაველის თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

მსახიობი ბოლო თვეების განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში   მკურნალობდა.

კახი კავსაძე კორონავირუსით გასული წლის ბოლოს დაინფიცირდა. ვირუსი მალევე დაამარცხა, თუმცა მისი თანმდევი დაავადებები გართულდა.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ თანაგრძნობას უცხადებს  კახი კავსაძის ოჯახს.

კახი კავსაძე  დაიბადა 1935 წელს.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
რუსთაველის თეატრის მსახიობია 1959 წლიდან.

რუსთაველის თეატრისსცენაზე განსახიერებული როლები:

ფორტინბრასი (შექსპირი ,,ჰამლეტი”, რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
მარსელი (გ. მდივანი ,,ტერეზას დაბადების დღე”, რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
დავით დადიანი (ნ. მრევლიშვილი ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი”, რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
კოტე (ლ. სანიკიძე ,,ქუთათურები”, რეჟისორი _ დ. ანთაძე),
ტიტიკო (,,სიმღერა შევარდენზე”),
ნოე (რ. ნეში ,,წვიმის გამყიდველი”, რეჟისორი _ ბ. კობახიძე),
ადამი (ი. შტოკი ,,ღვთაებრივი კომედია”, რეჟისორი _ ბ. კობახიძე),
ჯიმი (ბ. ბრეხტი ,,სამგროშიანი ოპერა”, რეჟისორი _ დ. ალექსიძე),
გლეხი, ყმაწვილი, მოცინარი, მეფე (სულხან-საბა ორბელიანი ,,სიბრძნე სიცრუისა”, რეჟისორი _ ნ. ხატისკაცი),
გურამი (ნ. დუმბაძე ,,მზიანი ღამე”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
ჩონთა (ვაჟა-ფშაველა ,,მოკვეთილი”, რეჟისორი _ ა. ჩხარტიშვილი),
მიდი-მოადე (ა. სულაკაური “სალამურა”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
თავადი კოწია (შ. დადიანი ,,გუშინდელნი”, რეჟისორი _ თ. ჩხეიძე),
დევდარიანი (ნ. დუმბაძე ,,საბრალდებო დასკვნა”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
სოლეიმანი (ა. სუმბათაშვილ-იუჟინი ,,ღალატი”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
ილიკო (ნ. დუმბაძე ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
სიმონ ჩაჩავა (ბ. ბრეხტი ,,კავკასიური ცარცის წრე”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
ლორდ ჰასტინგსი (შექსპირი ,,რიჩარდ III”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
აკბარი (კ. გოლდონი ,,მშვენიერი ქართველი ქალი”, რეჟისორი _ ა. ვარსიმაშვილი),
კენტი (შექსპირი ,,მეფე ლირი”, რეჟისორი _ რ. სტურუა),
კაპიტანი ქობალავა (ალ. ჩხაიძე ,,სამიდან ექვსამდე”, რეჟისორი _ ბ. კობახიძე),
რასპუტინი (მ. ჯავახიშვილი ,,კვაჭი კვაჭანტირაძე”, რეჟისორი _ ა. ვარსიმაშვილი),
მოსე (ი. სამსონაძე ,,იქ სადაც ღვარად მოედინება”, რეჟისორი _ გ. თავაძე),
ბატონი დევი (ლ. თაბუკაშვილი ,,მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”, რეჟისორები _ რ. სტურუა, დ. ხინიკაძე),
კოტე (რ. ჰარვუდი ,,მოხუცი ჯამბაზები’’, რეჟისორი _ გ. კაპანაძე).

კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები