LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გული მწყდება, მაგრამ მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე დგას ჩემი ცხოვრება” – ალექსანდრა პაიჭაძემ გადაცემა “ქალები” დატოვა

14568
Capture

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე პროექტს “ქალები” ტოვებს. ამის შესახებ ალექსანდრამ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ეს მშვენიერი წიგნიც დაიხურა, მადლობა ჩემო სიყვარულებო, ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გამილამაზეთ და გამიიოლეთ თანამშრომლობის მანძილზე. სექტემბრიდან ახალი შემადგენლობით დაგიბრუნდებიან.

გული კი მწყდება, მაგრამ საუკეთესო ცვლილებებზე და მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე დგას ჩემი ცხოვრება”, – წერს ალექსანდრა პაიჭაზე ინსტაგრამზე.

როგორც ირკვევა, გადაცემას ასევე ტოვებს ტელეწამყვანი თეონა ლეჟავა. სექტემბრიდან პროექტი ახალი სახეებით დაბრუნდება ეთერში. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს მათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები