სამართალდამცველებმა გურიაში, სოფელ იანეულში,  1974 წელს დაბადებული შ.შ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებმა ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე – 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-ზე. დაწყებულია გამოძიება.

მარიდეა გელაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები