ზაალ გოროზიას, რომელიც ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული, 20 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

63
ზაზა

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ ზაალ გოროზიას 20 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება სენაკის სასამართლომ მიიღო. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

მარტვილის საკრებულოსა და ენმ-ის წევრი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

მარტვილის საკრებულოს წევრი და “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბრალს არ აღიარებს და ბრალდების გასაჩივრებას აპირებს.

მას ცოლის ცემას ედავებიან. ზაალ გოროზია ორი დღის წინ დააკავეს.

“ეს არის პოლიტიკური სცენარი, სხვა არაფერი.

ბატონ პროკურორს მე ძალიან კარგად ვიცნობ, მას შეეძლო ჩემთან დაკონტაქტება და ეთქვა რა მოხდაო, ან ვიღაც გამოეშვა, მე ხომ ავუხსნიდი მას რეალურად რა მოხდა,”- აცხადებს ზაალ გოროზია.

ზაალ გოროზიას მეუღლესთან ყოველგვარი კონტაქტი და მასთან მიახლოება აეკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
„მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა.. ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა“ – მზია კახაძე ახალგაზრდა გოგოს შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს