LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის მამას პატიმრობა შეეფარდა

119
გურჯაანის სასამართლო

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებულ 36 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა შეუფარდა.

ზურაბ შავლიაშვილს სახელმწიფო ბრალდება ოჯახში ძალადობას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, თუმცა მას სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ პროკურორის არგუმენტები სარწმუნოდ მიიჩნია და ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 8 თვის შვილი კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ეკავა, გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები