LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში მამაკაცი დაჭრეს

71
პოლიცია

სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც  გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში აცხადებენ, მამაკაცს გულმკერდის არეში სამი შემავალი ჭრილობა აღენიშნება და მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციისთვის ამზადებენ.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერ-ჯერობით, უცნობია.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები