თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე ხმაურის ფონზე დაიწყო.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა ფოტოსურათები, რომელზეც მისი თქმით, აღბეჭდილია, ირაკლი ღარიბაშვილის, დავით ნარმანიას და პროკურორის კუთვნილი სახლები.
პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ბრალდებულს ბრალდების საქმეზე ესაუბრა სხდომაზე. სიტყვიერი შეკამათება პროკურორებსა და ბრალდებულს შორის სწორედ ამას მოჰყვა.
გინდა დახურეთ, გინდა მოხურეთ სხდომა – ხმაური სააკაშვილის სასამართლო პროცესზე
სიტყვიერი შეკამათების დროს ფეხზე წამოდგა პროკურორი, რაზეც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მიმართა – “დაჯექი, მაგ ფეხზე ადგომების გამო, რომ გაქვს ეს ქონება, ახლა დაჯექი”.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მოსამართლეს პროკურორის განცხადებებზე რეაგირება სთხოვა.
პროცესს ესწრება ექსპრეზიდენტიც დედა, გიული ალასანიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული საქმეები ერთი დიდი უსამართლობაა.