გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ნათესავი და ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გამოძიებასთან უნდობლობა არ აქვთ. მირიან ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ტელევიზია თემის პოლიტიზებას ცდილობს.

„არანაირი უნდობლობა გამოძიებასთან არ გვაქვს, ერთობლივ ღონისძიებებს ვახორციელებთ, ვაანალიზებთ ვითარებას.

ერთადერთ რამეს ვგრძნობ ზოგიერთი არხისგან, რომ მოხდეს თემის პოლიტიზება. მიხედოთ თავიანთ თავს, მიხედონ თავის ინტერესებს და ჩვენ თავი დაგვანებონ.

ნიკა გვარამია პირადად მოდიოდა ჩემთან, მოჰყავდა თავისი ახლობლები და ნათესავები, რომლებთანაც ახლა ვმეგობრობ და ერთმანეთზე კარგი, თითით საჩვენებელი ადამიანები არიან. მოჰყავდა და მეუბნებოდა, შენს მეტს ვერავის ვენდობი, შენი კვალიფიკაციის გარდა მე ვერავის ჩავაბარებ ამ ხალხსო. შე დალოცვილო, სამოსანი თუ ვიყავი, კუდ-ის და სოდ-ის აგენტი თუ ვიყავი, კლიენტი თუ არ მყავდა, რას ერჩოდი იმ ხალხს, ჩემთან რომ მოგყავდა.

ომს არ ვაპირებ, მაგის ნერვები არ მაქვს, გადართული ვარ, ბავშვზე უნდა დავადგინო სიმართლე, ეს არის ჩემი ნომერი პირველი ამოცანა და ვიცი, რომ დავადგენ კიდეც. მაგას უნდა პოლიტიკური შეკვეთები, წავიდეს და თავის თავს მიხედოს, ამ ოჯახს თავი დაანებოს“, – აცხადებს „პოსტივისთან“ საუბრისას მირიან ნიკოლაძე.

 

გარდაცვლილი სპორტსმენის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ყველაფერი გვარამიას შესახებ | 30/06/2020

გარდაცვლილი სპორტსმენის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ყველაფერი გვარამიას შესახებ, ანუ ვის დახმარებას სთხოვდა გვარამია ნიკოლაძესმედია რენტგენი

Posted by POSTV – ანალიტიკა on სამშაბათი, 30 ივნისი, 2020

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05