LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინეთ პელთროუ ბრედ პიტის გამო „შეყვარებულ შექსპირში“ მონაწილეობაზე უარს ამბობდა

392
gvinet

მსახიობი გვინეთ პელთროუ გამოცემა Variety-ის ახალი ნომრის გმირი გახდა. მსახიობმა ჟურნალის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გულახდილად ისაუბრა ცხოვრების რთულ მომენტებზე. ყველაზე საინტერესო კი, ფილმის „შეყვარებული შექსპირი“ გადაღებების პერიოდი აღმოჩნდა. მსახიობის თქმით, მან თავდაპირველად უარი განაცხადა ამ როლზე. მიზეზი კი, ბრედ პიტთან დაშორება გახდა:

„მე განშორების პირას ვიყავი, ამიტომ ბრედისგან შორს წასვლა და გადაღებები ბრიტანეთში ძალიან მიჭირდა. სცენარიც კი ვერ წავიკითხე, ისე ცუდად ვიყავი“, – იხსენებს მსახიობი.

ამის შემდეგ მთავარი როლი ფილმში ქეით უინსლეტს შესთავაზეს, რომელიც ჯერ დათანხმდა, შემდეგ კი უარი თქვა როლზე. ცოტა ხნის შემდეგ არჩევანი ისევ გვინეთ პელთროუზე გაკეთდა და ჯამში ფანტასტიკური როლიც გამოვიდა. პელთროუს ამ როლმა „ოსკარის“ ნომინაციაში გამარჯვება მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები