„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი მიკროავტობუსის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ბოლავს.

“გაიარა, ვერ გაიარა? გზაზე კი დადის, გარემოს აბინძურებს, ხალხს აზიანებს! ესაა სამწუხარო რეალობა ტექ-ინსპექტირების შედეგის!” – წერს ლალიაშვილი.

შავი გამონაბოლქვი, რომელიც ასე ძალიან გვაწუხებს ყველას და ტექინსპექტირებას იმედის თვალით შევყურებდით, რეფორმის დაწყებიდან 1 წლის თავზე ისევ შავ გამონაბოლქვად დარჩა. შედეგი მხოლოდ ისაა, რომ ბიუჯეტში ფული შევიდა, ავტომანქანების მეორადი ნაწილები გაძვირდა, თბილისი კი ისევ იწამლება.

მსუბუქი ავტომობილებისგან განსხვავებით, რომელთა შემოწმება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და სატვირთო მანქანებმა ტექინსპექტირება ერთი წლის წინ გაიარეს.

რასაც არ უნდა გვეუბნებოდეს სტატისტიკა, რომ შემოწმდა ამდენი და დახარვეზდა იმდენი, ფაქტია, ყველა, ვინც მანამადე შავ კვამლს აფრქვევდა, ისევ ქუჩაში მოძრაობს. საინტერესო ისაა, რომ ისინი ნამდვილად შემოწმდა და საბუთსაც სახეზე აგაფარებენ.

სად არის მთავარი პრობლემა ? ნახეთ ჩვენი სტატია: ჩავარდა თუ არა ტექინსპექტირების რეფორმა

ამავე თემაზე: იმ მანქანების ამოცნობა, რომლებიც ტექინსპექტირებას არ გაივლიან “ჭკვიანი კამერებით” უნდა მოხდეს – რა ხარვეზებია რეფორმაში

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები