LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარცელი: მნიშვნელოვანია პარლამენტის პრინციპული პოზიცია და სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა იმსახურებს

76
კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ინიციატივას მიესალმება.

კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტის პრინციპული პოზიცია და სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა იმსახურებს:

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ახლა ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან, ასევე სხვებისგანაც – იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ არა მხოლოდ განცხადებებს ვაკეთებთ და ვიცავთ ჩვენს პრინციპებს, ასევე უზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი მოქმედებები არის მომზადებული ჩვენი პრინციპების დასაცავად. ეს არის პრინციპები, რომელსაც ფართო რეგიონისთვის, ასევე საქართველოსთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება რეზოლუციის კონტექსტს, მე მივესალმები ამ რეზოლუციას, როგორც ასეთს და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამისი მოსმენა საქართველოს პარლამენტიდან, მათი პრინციპული პოზიციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და ასევე, მნიშვნელოვანია სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა და მისი მოსახლეობა ამ მომენტში იმსახურებს.

რაც შეეხება პროექტს და მის ფორმულირებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ ამ რეზოლუციის მიმართ ფართო მხარდაჭერა იქნება”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დააინიცირა.

ვრცლად ამავე თემაზე:

მდინარაძე: ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი, რომ ვერცერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ვერ მოგვედავება

სამნიძე მდინარაძეს: თქვენ თქვით, რომ „ისეთი ტექსტი მოვამზადეთ, ვერავინ შემოგვედავება და ყველასთან მართლები ვართო“ – რუსეთსაც თვლით?

“დასავლეთმა დღეს უკრაინა გაწირა და შეიძლება ჩვენც მოვხვდეთ ამ ფერხულში” – “ევროპელი სოციალისტები” მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგი არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g