LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჰგონიათ, რომ წიგნში რუსეთზე კარგი რამეები წერია და გაბრწყინებული თვალებით იხდიან არც თუ მცირე საფასურს” – ამბავი რუს ტურისტებზე ბათუმიდან

412
რუსებიწიგნი

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ნუკრი კაკულია წერს, რომ ბათუმში მყოფი რუსები ყიდულობენ წიგნს, რომელშიც შეტანილია რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ჩადენილი დანაშაულებები.

როგორც პოსტის ავტორი წერს, რუსები შეცდომაში სათაურის გამო შედიან.

“ბათუმში ვართ, წიგნების გამოფენა-გაყიდვას ვაწყობთ.

არტანუჯის გამოცემული ეს წიგნიც გვაქვს, სადაც მოყოლილია რუსეთის იმპერიის დანაშაულებები ჩვენი ქვეყნის მიმართ. მაგრამ თუ ყურადღებით არ ხარ და მხოლოდ სათაურით არჩევ წიგნს, შეიძლება არასწორი დასკვნა გამოიტანო, Спасала-სთან დასმულ ბრჭყალებს თუ არა დააკვირდი.

მოგეხსენებათ გაგანია ტურისტული სეზონია, უამრავი რუსი დადის, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ყიდულობენ ამ წიგნს. ამ ხუილოებს ჰგონიათ, რომ წიგნში რუსეთზე კარგი რამეები წერია და გაბრწყინებული თვალებით იხდიან არც თუ მცირე საფასურს. მოკლედ მარაგი აღარ გვაქვს”, – წერს ნუკრი კაკულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები