LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიჩკოკიდან სოდერბერგამდე: სასტუმროები ცნობილი ფილმებიდან

266
FORTUNA. GE (3)

ბევრ ფილმში, სიუჟეტიდან გამომდინარე მოქმედება სასტუმროში ხდება, მათი უმეტესობა კი შესაბამისად, ცნობილი სასტუმროების ნომრებშია გადაღებული.

წარმოგიდგენთ სასტუმროებს, რომლებიც ბევრი ჩვენგანისათვის საყვარელი  ფილმების გადაღების ადგილი იყო.

„დე ლ’ევროპა ამსტერდამი“ – „უცხოელი კორესპონდენტი“

ალფრედ ჰიჩკოკის 1940 წლის კინოსურათში, რომელმას „ოსკარზე“ 6 ნომინაცია დაიმსახურა, მთავარი გმირი სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდა, ქალაქის ხედები კი, რომლებიც ფილმშია გამოყენებული, სასტუმროს სახურავიდან გადაიღეს.

„რიც პარიზი“ – „როგორ მოვიპაროთ მილიონი“, „სიყვარული ნაშუადღევს“, „და ვინჩის კოდი“

ცნობილი პარიზული სასტუმრო სხვადასხვა დროს არაერთ ვარსკვლავს მასპინძლობდა, თუმცა თავად სასტუმროს შენობასაც შეგვიძლია ვარსკვლავის სტატუსი მივანიჭოთ გამომდინარე იმ „კინოროლებიდან“, რომლებიც მან სხვადასხვა ფილმში „შეასრულა. როგორც ხედავთ, სასტუმრო არაერთი ცნობილი ფილმის გადაღების ადგილი იყო.

 „ბელაჯიო თაუერსი“ – „ერთხელ ვეგასში“, „ოუშენის 11 მეგობარი“

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში გადაღებული ფილმებიდან ყველაზე მეტად სწორედ ზემოთხსენებული 2 კინოსურათი გამოვარჩიეთ, „ბელაჯიო თაუერსი“ ვეგასის შესახებ გადაღებულ  ყველა ცნობილ ფილმში, ეპიზოდურად მაინც მოჩანს.

„რიც ლონდონი“ – „ნოთინგ ჰილი“

მელოდრამების მოყვარულებისათვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სურათის „ნოთინგ ჰილის“ ცნობილი ინტერვიუს სცენა „რიც ლონდონის“ ერთ-ერთ ლუქსშია გადაღებული.

,,ჰოტელ კასა ფუსტერ“ – „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“

კატალონიის დედაქალაქი მესამე მთავარი პერსონაჟია. ვუდი ალენის ფილმში ბარსელონას არაერთ ღირსშესანიშნაობას ვხვდებით, მაგალითად „საგრადა ფამილიას“, გუელის პარკს, „კასა მილას“ და ისტორიულ კაფე Vienés-ს, რომელიც სწორედ „ჰოტელ კასა ფუსტერში“ მდებარეობს.

„იმპერიალ ჰოტელი“ – „ვასაბი“

თრილერ-ბოევიკის გადაღებები ერთდროულად საფრანგეთსა და იაპონიაში მიმდინარეობდა, ყველაზე ცნობილი სცენები კი ტოკიოს „იმპერიალ ჰოტელშია“ გადაღებული, რომელიც 130 წლისაა.

„ადლონ კემპინსკი“ – „კარგი მატყუარა“

2019 წლის ფილმის მაყურებლებს შეუძლიათ ჰელენ მირენის და იან მაკკელენის მიერ განსახიერებულ მთავარ გმირებთან ერთად საფუძვლიანად დაათვალიერონ ბერლინის ქუჩები, მოინახულონ ბერლინის კედელი და ბრანდებურგის კარიბჭე, შეიარონ გამოფენაზე და ესტუმრონ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმროს.

 „ბაიერიშერ ჰოფი“ – „ყველაფრის მიუხედავად“

2017 წლის გერმანულ ფილმში მაყურებელს შეუძლია სასტუმროს პერსონალის თვალით დაინახოს ჩვეულებრივი სამუშაო დღე, რასაც სტუმრები ვერასოდეს ხედავენ,. მათ ხომ სასტუმროში დალაგებული ნომერი და გამზადებული საჭმელი ელით. როგორია ცხოვრება და მუშაობა სასტუმროში? ამ კითხვაზე პასუხებს მაყურებელი იპოვის სწორედ ამ ფილმში, რომელიც მიუნხენში მდებარე ცნობილ სასტუმროშია გადაღებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები