LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნების“ ქმედებებით არათუ სადმე ახალ ადგილზე მიგვიღებენ, არამედ მეშინია, სადაც ვართ, იქიდან არ გამოგვაგდონ

203
იაგო ხვიჩია - IPN-ს ფოტოა - მიაწერეთ!

„ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ მათი ქმედებებით არათუ სადმე ახალ ადგილზე მიგვიღებენ, არამედ იმის მეშინია, სადაც ვართ, იქიდან არ გამოგვაგდონ“ , – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და თქვა, რომ „აქედან გამომდინარე, საზოგადოებას აჩვევენ [მმართველი გუნდი], თითქოს სხვა არის დამნაშავე, რომ თავად არ ვარგიან“.

საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს – პაპუაშვილი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის თაობაზე ღია წერილს აქვეყნებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები ვილნიუსის სამიტისთვის ემზადებიან. სამიტში საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.

ხვიჩიას თქმით, საქართველო NATO-სა და ევროკავშირში წევრობას იმსახურებს, თუმცა მთავრობა, საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე, არაფერს იმსახურებს:

„ისე ვექცევით საერთაშორისო პარტნიორებს და ისეთ კანონებს ვიღებთ, ვერავის გაამტყუნებ, საიდანმე რატომ გამომაგდე და არ მიმიღეო.

საქართველო ყველაფერს კარგს იმსახურებს, NATO-სა და ევროკავშირის წევრობასაც, ერთ სულ მოსახლეზე ასი ათას დოლარსაც, მაგრამ თუ ჩვენს მთავრობას შეხედავთ, არაფერს იმსახურებს და გააჩნია, როგორ შეგვამოწმებენ – მთავრობის სიყვარულით, თუ ხალხის პატივისცემით“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g