“სამზარეულოს ომები” “ფორმულაზე” ახალი, ვარსკვლავური სეზონით ბრუნდება.
შოუში ბედს სხვადასხვა სფეროს არაერთი ცნობილი სახე გამოცდის. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც კულინარიულ შოუში დებიუტი აქვთ.
როგორც ანონსიდან ირკვევა, ცნობილ სახეებს შორის იქნებიან, იაგო ხვიჩია, კახა მამულაშვილი, სალომე შარვაძე, რუსკა ქარქაშაძე, ვანიკო თარხნიშვილი, გიორგი მახარაძე, ნანუკა გოგიჩაიშვილი, ილო ბეროშვილი, ვახო ბიჭიკაშვილი.
მათ მეწყვილეებად გამოცდილი მზარეულები ეყოლებათ.
როგორც ცნობილია, შოუ 14 ივნისიდან დაიწყება.