LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბევრი გაჭირვება გვინახავს.. ყველა საქმეს ვაკეთებთ, რაც შეიძლება ქალმა და კაცმა გააკეთოს, მუნიციპალიტეტის შენობას ვალაგებთ და კი არ მეთაკილება“ – „სამზარეულოს ომების“ გამარჯვებული დების პორტრეტი

666
ing

კულინარიული შოუს „სამზარეულოს ომების“ მე-8 სეზონის გამარჯვებულები  გურული დები ეკა და ლანა გახდნენ.

გადაცემის გუნდი მათ გურიაში ესტუმრა. ეკა და ლანა საკუთარ საქმიანობაზე, ოჯახზე, დედასა და დებზე ჰყვებიან:

„უშრომელი ხალხი „ნაღდად“ არ ვართ, ყველა საქმეს ვაკეთებთ, რაც შეიძლება სოფელში ქალმა და კაცმა გააკეთოს და სხვათა შორის, მუნიციპალიტეტის შენობას ვალაგებთ, კი არ მეთაკილება, პირიქით.

ბევრი გაჭირვებაც გვინახავს, მამა რომ დაგვეღუპა. არ მინდა, თავი შევიქო, გოგოებმა ოჯახი უკან არ წაიყვანეს და მიხარია, რომ დღეს წინ მივდივართ.

იცით როგორი დედმამისშვილობა გვაქვს? ერთმანეთის რომ უთქმელად გესმის და იცი, რა საჭიროება გაქვს, აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია“, – აღნიშნავენ დები.

მათ დედასთან და დებთან ერთად ფორტეპიანოს თანხლებით „ირინოლა“ შეასრულეს.

„დედიკოს დამსახურებაცაა, ბავშვობიდან სულ გვეუბნებოდა, ერთმანეთზე უკეთესი არავინ გეყოლებათო და მართლაც ასეა, ერთმანეთზე უკეთესი არავინ არ გვყავს და არც არასდროს გვეყოლება“, – აღნიშნავენ დები.

 

ეკას და ლანას პორტრეტი ❤

ეკას და ლანას პორტრეტი ❤

ყველაზე ცეცხლოვან კულინარიულ შოუში მინაწილეობის მისაღებად გამოგვიგზავნეთ ანკეტა ლინკზე ? https://bit.ly/3gsVZ8B

Posted by სამზარეულოს ომები on შაბათი, 20 იანვარი, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები