LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვრიდან პენსია 65 ლარით გაიზარდა – ვის შეეხო სოციალური დახმარებების მატება

282
55417086-hands-holding-georgian-lari-bills-and-small-money-pouch

2023 წლიდან ქვეყანაში პენსიებისა და სოციალური დახმარებების ოდენობა გაიზარდა.

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 65 ლარით გაიზარდა და 365 ლარით განისაზღვრა. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი გახდა.

70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა 35 ლარით და 295 ლარით განისაზღვრა, მაღალმთიან დასახლებებში კი  355 ლარს გაუტოლდა.

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით.

მიმდინარე წლის ივნისიდან 150 ლარამდე იზრდება  ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება.

ექთნების მინიმალური ხელფასი ₾792 , ექიმების - ₾1260 გახდა

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, ხელფასის აღნიშნული ოდენობა მინიმალური ზღვარია და არა ფიქსირებული.

2023 წლის ივლისიდან  50 ლარით იზრდება სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და  ერთ ბავშვზე  200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამ მიზნით, გამოიყო დამატებით 65 მილიონ ლარზე მეტი.

ცვლილებებია  ე.წ. დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულების განსაზღვრული დახმარება გაორმაგდება და 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრება.

ცნობისთვის, 2023 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 770 მლნ ლარით გაიზარდა,  რომლის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ პენსიების ზრდას მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები