LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იარეთ ფეხით, დაუწიეთ გათბობას, იმუშავეთ სახლიდან – ევროკავშირი მოსახლეობას მოუწოდებს, რუსეთზე დამოკიდებულება შემაცირონ

145
_methode_times_prod_web_bin_f25bb3d2-ac4a-11ec-b5dd-c16e85f55725

რუსეთზე დამოკიდებულებისა და ენერგომოხმარების შესამცირებლად, ევროკომისია და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებენ, მოერიდონ ავტომობილების გამოყენებას და ახლო მანძილზე ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. გარდა ამისა, ევროკავშირი მოუწოდებს მოსახლეობას, ზამთარში თუნდაც 1 გრადუსით დაუწიონ გათბობას, ზაფხულში კონდიციონერი ნაკლებად გამოიყენონ; კვირაში სამი დღე კი სახლიდან, დისტანციურად იმუშაონ.

კომისიის შეფასებით, ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, თითოეული ოჯახი ყოველწლიურად საშუალოდ 500 ევროს დაზოგვას შეძლებს.

იმ შემთხვევაში კი, თუ რეკომენდაციებს ევროკავშირის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გაითვალისწინებს, ყოველწლიურად 220 მილიონი ბარელი ნავთობის და 17 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დაზოგვა იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g