LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილში 98 ბავშვი იყო ჰოსპიტალიზებული MIS-C სინდრომით, სამწუხაროდ, მარტიდან ნაკადის მატებას ველით – ივანე ჩხაიძე

508
BeFunky-collage (73)

როცა ამ კითხვას სვამენ ყოველთვის მეორე კითხვასაც სვამენ ხოლმე – რა ჯობია კორონავირუსის დროს, გვქონდეს ეფექტური წამალი, რომელიც მოარჩენს ინფიცირებულს თუ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც თავიდან აგვაცილებს ინფიცირებას, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პოსტკოვიდურ გართულებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ივანე ჩხაიძემ ისაუბრა ბავშვებში პოსტკოვიდური მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ, რომელიც კოვიდის შემდგომი გართულებაა და სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.

ჩხაიძის თქმით, ამ დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში 98 ბავშვი იყო მოთავსებული. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ვარაუდობს, რომ ამ გართულებით ბავშვების მომართვიანობა გაიზრდება.

“რა თქმა უნდა, ჯობია თავიდან ავიცილოთ დაავადება, რადგან მსუბუქად მიმდინარე კორონავირუსსაც კი შეიძლება ძალიან სერიოზული და ხანგრძლივი გართულებები ახლდეს თან.

"რეალურად "ომიკრონის" 4 ქვეშტამი არსებობს, არ არის გამორიცხული ქვეყანაში ოთხივე ცირკულირებდეს" - რა ვიცით "ომიკრონით" რეინფიცირების შესახებ

კვლევების მიხედვით, 5,1-ჯერ მეტია ომიკრონით რეინფიცირების რისკი, ვიდრე ეს იყო დელტას შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თუნდაც 1 თვის წინ გადატანილი გაქვს რომელიმე კორონავირუსი, ეს არ არის თქვენთვის გარანტია, რომ ომიკრონით არ დაინფიცირდებით, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ძირითადად ბავშვებშია ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი,რომელიც ერთ-ერთი პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, საშიში გართულებაა და ვითარდება კორონავირუსის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ.

იაშვილში 98 ბავშვი იყო ამ დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული და სამწუხაროდ, ველოდებით რომ მარტში ამ ბავშვების ნაკადი მოიმატებს, ვინაიდან ეს გართულება ვითარდება მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ.

თუ ჩავთვლით რომ იანვარ-თებერვლის დასაწყისში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაქსიმალური მაჩვენებელი იყო, ველოდებით, რომ მარტის თვეში ამ ბავშვების ნაკადი მოიმატებს და შესაბამისად.

საბედნიეროდ არსებობს მედიკამენტები, რომელიც ხელმისაწვდომია და ეფექტური, განსხვავებით კორონავირუსის მწვავე ფაზისგან, როცა ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს.

მაგრამ ასევე არ დაგვავიწყდეს, არსებობს ხანგრძლივი კოვიდი, რომელიც გრძელდება 6-7-8 თვის განმავლობაში, არცერთი მათგანი სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ სიცოცხლის ხარისხს მკვეთრად აუარესებს, ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ტემპერატურა, ხველა – უამრავი ნიშანია, რომელიც ხანგრძლივ კოვიდს ახლავს, რომლის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძე: წლის ბოლოსთვის, იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, კორონავირუსი იქნება ისეთი ვირუსი, როგორც გრიპი

 

პოპულალურები